მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯეჯელავა: "ლურჯი ვეშაპი არანაირი თამაში არ არის და მხოლოდ თვითდაზიანებაა"

ჯეჯელავა: “ლურჯი ვეშაპი არანაირი თამაში არ არის და მხოლოდ თვითდაზიანებაა”

Published on

საქართველოს განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, თამაში “ლურჯი ვეშაპი” არანაირი თამაში არ არის და ის მხოლოდ თვითდაზიანებაა, რომელსაც ბავშვები მიმართავენ. მისი თქმით,  საკითხის პოპულარიზაცია არ უნდა მოხდეს და მის მიმართ ინტერესი ბავშვებსაც ნაკლები ექნებათ.
ის ჟურნალისტებს თხოვნით მიმართავს, რომ რეიტინგის დევნაში  ბავშვების დაღუპვას ხელი არ შეუწყონ.  ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, ამ კუთხით რაიმე სახის კამპანიას სამინისტრო არ აპირებს, გამომდინარე იქედან, რომ უკუშედეგი და თემის პოპულარიზაცია არ მოხდეს.
„მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ ამ საკითხზე მინიმალურად მოხდეს საუბარი, იმიტომ რომ შეიძლება ამ თემის პოპულარიზაცია მოხდეს. ძალიან ყურადღებით ვართ, სამართალდამცველებთან ერთად ყველა შემთხვევას ვიძიებთ და რაც ნაკლები გაშუქება იქნება, მით უფრო დავიცავთ ბავშვების ინტერესებს. თვითდაზიანების ფაქტები სულ ხდება, ხან ერთი მიზეზით, ხან – მეორე. ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას“, – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს მოზარდებში გახშირებული სუიციდის ფაქტებმა, გააჩინა მოსაზრება, რომ არსებობს ინტერნეტ თამაში სახელწოდებით “ლურჯი ვეშაპი”, რომელიც მოზარდებს თვითმკვლელობას აიძულებს.

სიახლეები

თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს

"თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ?" - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა...

ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში...

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...