მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ეს იყო მათი პასუხი იმ მკაცრ ზომებზე, რომელიც მე მათ წინააღმდეგ საქართველოში...

“ეს იყო მათი პასუხი იმ მკაცრ ზომებზე, რომელიც მე მათ წინააღმდეგ საქართველოში გავატარე“-მიხეილ სააკაშვილის თქმით, მასზე თავდასხმას რუსები გეგმავდნენ (Video)

Published on

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით რუსეთის კანონიერი ქურდები მასზე თავდასხმას გეგმავდნენ, როგორც სააკაშვილი ფეისბუკზე წერს, მას ამის შესახებ ცნობებს უცხოეთის სამართალდამცავი სტრუქტურები აწვდიდნენ, თუმცა ამჟამად აღნიშნული ფაქტი თავად რუსულმა წყარომაც დაუდასტურა:„სადღაც 2007 წელს FBI-მ გამაფრთხილა, რომ რუსი კანონიერ ქურდები ჩემს წინააღმდეგ რაღაცას ამზადებდნენ. 2008 წელს ავსტრიულმა პრესამ ამაზე გამოძიება ჩაატარა, 2012 წელს კი იგივე მონაცემები მოვიდა ფრანგული შსს-სგანაც. მაგრამ გუშინ ჩემს გადაცემაში, რუსულმა წყარომ იგივე პირველად დაადასტურა.მარიამ მასკაკოვამ, რომელსაც რუს კრიმინალურ ავტორიტეტთან პირადი ურთიერთობა ქონდა, განაცხადა რომ არაერთხელ იყო იმის მოწმე, თუ როგორ გეგმავდნენ კანონიერი ქურდები ჩემზე თავდასხმას. ეს იყო მათი პასუხი იმ მკაცრ ზომებზე, რომელიც მე მათ წინააღმდეგ საქართველოში გავატარე.“- წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე.
 

სიახლეები

თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს

"თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ?" - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა...

ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში...

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...