დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ახალი წესების მიხედვით, შეერთებული შტატების ვიზის მისაღებად აუცილებელი იქნება მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული გვერდების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. საუბარია ხუთწლიან პერიოდზე. ამავე დროს, ვიზის მიმღები ვალდებული იქნება, ხელისუფლებას ბოლო 15-წლიანი პერიოდის ბიოგრაფიული მონაცემები დეტალურად წარუდგინოს. ახალი წესების მიხედვით, საკონსულოს თანამშრომლები აშშ-ში გამგზავრების მსურველს მოსთხოვენ ყველა ძველი პასპორტის ნომრებს, ასევე სახელებს, რომლითაც ისინი სოციალურ ქსელებში არიან დარეგისტრირებულები. ასევე, ანკეტაში აუცილებელი იქნება უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში მოქალაქის მიერ დაკავებული თანამდებობების, მის სახელზე რეგისტრირებული ელექტრონული ფოსტების, ტელეფონის ნომრებისა და საზღვარგარეთ მგზავრობის შესახებ ცნობების ჩამოთვლა. მართალია, ანკეტაში ამ პუნქტის შევსება სავალდებულო არ არის, თუმცა ამავე დროს აღნიშნულია, რომ შესაძლოა ამან ზემოქმედება იქონიოს ვიზის გაცემაზე. ახალი ანკეტის შევსება ვიზის მიღების მსურველებს მინიმუმ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მოუწევთ.
სიახლეები
საზოგადოება
თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს
"თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ?" - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა...
საზოგადოება
ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება
„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში...
სიახლეები
ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს
ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...
სიახლეები
1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება.
მისი...