მთავარისიახლეებისაზოგადოებასარეზერვო ფონდიდან საიდუმლო ხარჯები ენერგეტიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს მოხმარდა

სარეზერვო ფონდიდან საიდუმლო ხარჯები ენერგეტიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს მოხმარდა

Published on

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საიდუმლო ხარჯების დიდი ნაწილი ენერგეტიკის სამინისტროს მოხმარდა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, გრიფი „საიდუმლო“ ჯამში 488 424 ლარის ხარჯებს ადევს. ამ თანხიდან, ენერგეტიკის სამინისტროსთვის გამოყოფილი ფინანსების მოცულობა 373 514 ლარია, რომელიც პრემიერ-მინისტრის 11 ბრძანების შესაბამისად, 2016 წლის განმავლობაში დაიხარჯა (ყოველ თვეში, ივნისის გარდა).ენერგეტიკის სამინისტროს გარდა, საიდუმლო ხარჯი მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასწია. პრემიერის ბრძანების შესაბამისად. 2016 წლის 31 მარტს უწყებამ 113 910 ლარი მიიღო.მთავრობის სარეზერვო ფონდიდან შარშან დაგეგმილი 50 მილიონი ლარის ნაცვლად ჯამში 172,862 მლნ ლარი დაიხარჯა (345%-ით მეტი).

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...