მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და  წარმატებები  უსურვა მომავალ საქმიანობაში .
 
”პოლიციის თითოეულ თანამშრომელს გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს. ამ დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გმირულად დაღუპულ თქვენ თანამებრძოლთა ნათელ ხსოვნას. კანონის, საზოგადოებისა და ქვეყნის ერთგულებით, 24 საათიანი დაძაბული შრომით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად – სხვათა სიცოცხლესა და დაცულობაზე ზრუნვით, თქვენ ფასდაუდებელ სამსახურს ეწევით საზოგადოების, თითოული მოქალაქის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის. მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად გამოვხატავ უდიდეს პატივისცემას თქვენი შრომის მიმართ. საქმიანობაში მომავალ წარმატებებს, კეთილდღეობასა და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”, – ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...