მთავარისიახლეებისაზოგადოებამთავრობის ადმინისტრაციასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

Published on

მთავრობის ადმინისტრაციასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და განაცხადეს, რომ მისი დაკავება და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გადაყვანა უკანონოდ და შესაბამისი წესების დარღვევით მოხდა. აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, დროულად გამოავლინონ ქართული მხარის მიერ წესების დამრღვევი პირები და უმკაცრესად დასაჯონ. აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციასთან სიმბოლურად მიტანილი ჰქონდათ პოლიეთილენის პარკები, რომლებიც თავზე ჰქონდათ ჩამოცმული. მათი თქმით, აღნიშნული ქმედება გამოხატავს იმას, თუ როგორ მოხდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საზღვარზე გადაყვანა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები, ასევე არასამთავრობო და უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

სიახლეები

თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს

"თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ?" - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა...

ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში...

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...