მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე პეტრე - პატრიარქი თვითონ გრძნობდა თავს დაუცველად

მეუფე პეტრე – პატრიარქი თვითონ გრძნობდა თავს დაუცველად

Published on

რაც ზურაბი საპატრიარქოში იყო, თავს ვარიდებდი მაქსიმალურად, ჩემს გამო ეჭვები არ გაჩენილიყო და ცილისწამებების მსხვერპლი არ გამხდარიყო, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ (ცაავა) პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ზურაბ ბუჩუკურის გათავისუფლების შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა. მეუფე პეტრეს განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია მან დღეს გაიგო, რასაც მან არაშემთხვევითი დამთხვევა უწოდა. მისივე თქმით, ზურაბ ბუჩუკურს შვილობილს ეძახდა და ის მისი სტიქაროსანი იყო. „როდესაც პატრიარქი ჩამოდიოდა ხევში, მას სულ ამჩნევდა, როგორც ერთგულებით გამორჩეულ ახალგაზრდა მოხევე ყმაწვილს. როდესაც ჭყონდიდის ეპარქიაში გადმომიყვანეს, ზურაბი უკვე დაქორწინდა და პატრიარქმა მითხრა, რომ შენ უკვე დაგეხმარა და გამოუშვი ჩემთან საპატრიარქოშიო. ზურაბი წავიდა და საპატრიარქოს პირველ სართულზე კარისკაცად დაიწყო მუშაობა. შემდეგ, როდესაც დაცვის სამსახური შეიქმნა, იყო სოსო და სამი-ოთხი ბიჭი, ისინი პატრიარქს ერთგულად ემსახურებოდნენ“, – განაცხადა მეუფე პეტრემ „რუსთავი 2“-ის ეთერში. 
როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ის პატრიარქის მდივან-რეფერენტთან ღია დაპირისპირებაში შევიდა, ზურაბ ბუჩუკურს თავს მაქსიმალურად არიდებდა, რომ მის გამო ეჭვები არ გაჩენილიყო და ის ცილისწამებების მსხვერპლი არ გამხდარიყო. როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, მას შემდეგ, რაც პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი თანამდებობიდან წავიდა, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით არჩევნები ჩატარდა და დაცვის წევრების უმრავლესობამ აღნიშნულ პოსტზე ნდობა ზურაბ ბუჩუკურს გამოუცხადა. „პატრიარქმა არჩევანი ამ ბიჭებზე გაკეთა და ზურაბი იქ დაინიშნა. ერთ-ერთმა მითხრა, ზუსტად ვერ ვიხსენებ რომელმა, რომ უწმინდესმა გვითხრაო, სოსო რომ წავიდა, თქვენც ნუ მიმატოვებთო. ეს იმას ნიშნავს, რომ პატრიარქი თვითონ გრძნობდა თავს დაუცველად. მისთვის ყოველთვის უცხოა სახელმწიფო დაცვა“, – განაცხადა მეუფე პეტრემ. 

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...