მთავარისიახლეებიმსოფლიო“ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე რუსეთმა საკრუიზო რაკეტებით მიიტანა იერიში

“ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე რუსეთმა საკრუიზო რაკეტებით მიიტანა იერიში

Published on

სირიის ქალაქ პალმირას მახლობლად  “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე რუსეთმა საკრუიზო რაკეტებით მიიტანა იერიში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმები ფრეგატ “ადმირალ ესენ”-იდან და წყალქვეშა ნავ “კრასნოდარ”-იდან განხორციელდა. რადიკალი ისლამისტების სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გასანადგურებლად, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ოთხი რაკეტა გაუშვეს. პალმირას აღმოსავლეთით ჯიჰადისტები მობილიზებას ქალაქ რაქადან გადასროლილი შეიარაღებით ახდენდნენ. სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია 2015 წლის სექტემბერში დაიწყო. დასავლეთში ფიქრობენ, რომ ისლამისტებთან ბრძოლის საბაბით, რუსეთი რეალურად სირიის პრეზიდენტ, ბაშარ ასადს ეხმარება.
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...