მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ადამიანის გაქრობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და სუვერენიტეტისათვის სერიოზული გამოწვევაა'' - პრეზიდენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის...

,,ადამიანის გაქრობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და სუვერენიტეტისათვის სერიოზული გამოწვევაა” – პრეზიდენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა

Published on

ადამიანის გაქრობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და სუვერენიტეტისათვის სერიოზული გამოწვევაა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 
 
პრეზიდენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, სახელმწიფომ საკუთარი პრესტიჟი უნდა დაიცვას.
 
"მისი ადვოკატის განცხადება ძალიან მძიმეა რამდენიმე თვალსაზრისით. პირველ რიგში, ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოში, როგორც ჟურნალისტიკის, ისევე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ლიდერის როლი რეგიონში, ეს არის ჩვენი სიამაყე, ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის შენადგენელი ნაწილი. ამ თვალსაზრისით ამ სტანდარტის დაცვა, ჩვენი სახელმწიფოებრივი დაცვის საკითხია. ის განცხადებები, რომელიც ადვოკატის მიერ გაკეთდა, აუცილებლად ბოლომდე გასააზრებელი და გასაანალიზებელიაიმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორია იქნება ზღვით, ჰაერით ხმელეთით, საქართველოს დედაქალაქიდან თუ საზღვრიდან, ადამიანის გაქრობა ჩვენი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისთვის სერიოზული გამოწვევაა, რომლის კონტექსტშიც, ბუნებრივია, სახელმწიფომ თავისი პრესტიჟი უნდა დაიცვას და უზრუნველყოს მოქალაქეების დაცულობა, რადგან ორივე ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა მარგველაშვილმა

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...