მთავარისიახლეებისაზოგადოებასაპატრიარქოს იურისტი: მეუფე პეტრეს წინააღმდეგ წერილობითი მტკიცებულება მაქვს

საპატრიარქოს იურისტი: მეუფე პეტრეს წინააღმდეგ წერილობითი მტკიცებულება მაქვს

Published on

საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მას წერილობითი მტკიცებულება გააჩნია, რომ მეუფე პეტრე პატრიარქის ტახტიდან ჩამოშორებისა და მოკვდინებას ცდილობდა. მისივე თქმით, სიტყვა – მოკვდინებაში არა სისხლის სამართლებრივ დანაშაულს, არამედ საეკლესიო ტერმინს გულისხმობს. ქარჩავა არ აკონკრეტებს, რა გზით მოიპოვე ეს მტკიცებულება. მისი თქმით, ეს ფაქტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქმეს პირდაპირ არ უკავშირდება, თუმცა მათ შორის გარკვეულ არაპირდაპირ კავშირს ხედავს.„თუ წმინდა სინოდის წევრები დაინტერესდებიან, შემიძლია მტკიცებულებები მათ წარვუდგინო, დავუსაბუთო, რომ ის ებრძვის კათოლიკოს-პატრიარქს, უნდა მისი საპატრიარქო ტახტიდან ჩამოშორება და მისი მოკვდინება. ეს არის წერილობითი მტკიცებულება და ასევე ის ინფორმაცია, რომელიც მე გამაჩნია. საიდან გამაჩნია, ამ ინფორმაციას გავანდობ მხოლოდ და მხოლოდ ეპისკოპოსებს, იმ დაინტერსებულ პირებს, ვინც მე მომმართავს“, – აღნიშნა ქარჩავამ.საპატრიარქოს იურისტის განცხადებით, მეუფე პეტრეს მოქმედება მიმართული არის პირდაპირ ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ. საპატრიარქოს იურისტმა მეუფე პეტრეს წინააღმდეგ განცხადება გუშინაც გააკეთა. ის ამბობს, რომ მეუფე პეტრეს პატრიარქის მოკვლის სურვილი ჰქონდა. ედიშერ ქარჩავას თქმით, საპატრიარქოში არის ჯგუფიც, რომელიც ამ პროცესში ჭყონდიდელ მიტროპოლიტთან ერთად არის ჩართული. საპატრიარქოს იურისტი მალე ამ ჯგუფის წევრების დასახელებასაც აპირებს.ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე (ცაავა) საპატრიარქოს იურისტ ედიშერ ქარჩავას ბრალდებას გუშინვე გამოეხმაურა და მას ცილისწამება უწოდა. 

სიახლეები

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...