მთავარისიახლეებისამართალისამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

Published on

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული მ.ა. ნარკოდანაშაულისთვის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში დააკავეს.სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოტანილი 21 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს.დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით).

სიახლეები

13-14 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, თოვა, ზღვაზე შტორმი – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, მთაში თოვლის...

ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია – ექსპრემიერს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი, ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი...

აშშ-ში ირანის რეჟიმის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებში სატვირთო შევარდა – არიან დაშავებულები

ლოს-ანჯელესში ირანის რეჟიმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე სატვირთო მანქანის მძღოლი დემონსტრანტებში შევარდა. შედეგად ორი ადამიანი...

ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება ქართული სახელმწიფოსთვის განგრძობითი სირცხვილია-ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა....