მთავარისიახლეებისამართალისახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვას დაესწრება

სახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვას დაესწრება

Published on

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვას დაესწრება.”ეს არის კანონით მონიჭებული უფლებამოსილება. ჩვენ გვაქვს წვდომა ხელისუფლების და თვითმმართველობის ყველა ორგანოზე, პენიტენციურ დაწესებულებაზე, სამხედრო ქვედანაყოფებზე, აბსოლუტურად ყველა შენობაში ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ და დავაკვირდეთ ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას. ზედამხედველობის გაწევა ჩვენი უფლებამოსილებაა”, – განაცხადა ნანუაშვილმა. ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება, ვინაიდან წინა სხდომაზე, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სასამართლო განხილვები დახურა. ჯერჯერობით უცნობია დაესწრება თუ არა სასამართლო პროცესს დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც საქმეზე ბრალდებულია. მან წინა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და ასევე მოსთხოვა ადვოკატებს, მათაც დაეტოვებინათ დარბაზი. დეკანოზის მოთხოვნის საფუძველზე დარბაზი ბრალდებულის ინტერესების დამცველებმაც დატოვეს, რის გამოც სასამართლო პროცესი ჩაიშალა.დღეს დაგეგმილ სასამართლო პროცესს დეკანოზის ორი ადვოკატი, გიორგი ფანცულაია და მიხეილ რამიშვილი დაესწრება. ისინი სასამართლო განხილვებზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაბრუნდნენ. 
დღევანდელ პროცესზე მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვებით წარდგებიან. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...