მთავარისიახლეებისაზოგადოებასაკაბელო ოპერატორებმა შესაძლოა, ექვსი არხის გათიშვის გადაწყვეტილება მიიღონ.

საკაბელო ოპერატორებმა შესაძლოა, ექვსი არხის გათიშვის გადაწყვეტილება მიიღონ.

Published on

საკაბელო ოპერატორებმა შესაძლოა, ექვსი არხის გათიშვის გადაწყვეტილება მიიღონ.ამის შესახებ საკაბელო ოპერატორების დღევანდელ შეხვედრაზე, ერთ-ერთი კომპანიის KTV1-ის წარმომადგენელმა მირიან კიკნაძემ განაცხადა. 
ეს ექვსი არხია: „რუსთავი 2“, „იმედი“, GDS, „მარაო“, „კომედი არხი“, „მაესტრო“.„ეს ტელევიზიები ძირითადი მოთამაშეები არიან სარეკლამო ბაზარზე. მათი რეიტინგი ჩვენი მეშვეობით იქმნება. სწორედ ჩვენი დახმარებით იქმნება მათი შემოსავალი. მათი მოთხოვნა არაკანონიერია. მსგავსი წინადადება „რუსთავი 2“-ს რამდენიმე წლის წინ ჰქონდა. საკაბელო ოპერატორთა ნაწილმა მისი ტრანსლირება შეწყვიტა, სავარაუდოდ, ასე მოხდება ახლაც, თუკი მათი მოთხოვნა ძალაში დარჩება“, – განაცხადა მირიან კიკნაძემ. საკაბელო ოპერატორებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და მემორანდუმი გააფორმეს. 30-მდე კომპანიის წარმომადგენელი კვლავ ეწინააღმდეგება შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ მოთხოვნას, რის საფუძველზეც საკაბელო ოპერატორებს 6 არხის ტრანსლირებისთვის თანხის გადახდა მოუწევთ. საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის თავმჯდომარის თეონა ბერუაშვილის თქმით, „მედია რაითს ჯორჯიას“ ბოლო წერილში ირკვევა, რომ იგი ითხოვს საფასურს მაუწყებლობის ტრანზიტისთვის და არა გადახვევა-დაპაუზების ფუნქციისთვის, როგორც ამას საწყის ეტაპზე ამბობდნენ. „ისინი მოითხოვენ, რომ კომპანიებმა ერთ მოწყობილობისთვის 4 ლარი გადაიხადონ დღგ-ს გარეშე. აუცილებლად უნდა გადაისინჯოს ტრანზიტის პირობები. ვაპირებთ, მივმართოთ პარლამენტს, რათა შეიქმნას სათანადო საკანონმდებლო ბაზა. ასევე, უნდა შეიცვალოს ე.წ. მასთ ქერის პრინციპი, რადგან არსებული ფორმით ის კაბალურ პირობებში აყენებს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს. იგი მორგებულია მხოლოდ მაუწყებლებზე და მათ ინტერესებზე“ – განაცხადა თეონა ბერუაშვილმა.საკაბელო ოპერატორები უახლოეს დღეებში კონკურენციის სააგენტოს, ბიზნესომბუდსმენს და კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას მიმართავენ. 

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...