მთავარისიახლეებიმსოფლიომიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად უკრაინის იუსტიციის სამინისტროს წინ საპროტესტო აქცია გამართა.

მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად უკრაინის იუსტიციის სამინისტროს წინ საპროტესტო აქცია გამართა.

Published on

რამდენიმე ასეულმა ადამიანმა საპროტესტო აქციაზე მიხეილ სააკაშვილისთვის პარტიის დარეგისტრირებაზე უარის თქმა გააპროტესტა.აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი.როგორც მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრმა ოლგა გალაბალამ განაცხადა, პარტიის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 22 მაისს გახდა ცნობილი. მისივე თქმით, უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ დაარეგისტრირა ყალბი „მიხეილ სააკაშვილის ბლოკი“, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მიხეილ სააკაშვილთან. თავად მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა პარტია ერთ კონკრეტულ პირზე დაარეგისტრირეს, რომელმაც სახელი და გვარი შეიცვალა და „მიხეილ სააკაშვილი“ დაირქვა. მისივე განმარტებით, უკრაინის ხელისუფლება მისი სახელით რიგი კონტროლირებადი პარტიების შექმნას აპირებს, რათა საპარლამენტო არჩევნებზე ხმები მიიღონ.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...