მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილი: ხელისუფლების ბრალი არ არის, რომ ხალხი ისევ გაჭირვებული დარჩა ამ...

ბიძინა ივანიშვილი: ხელისუფლების ბრალი არ არის, რომ ხალხი ისევ გაჭირვებული დარჩა ამ ოთხი წლის განმავლობაში. ცოტნე გამსახურდია: აბა ვისი ბრალია?

Published on

რიგი საინფორმაციო სააგენტოები  ,,გურიის მოამბე'', ,,თაიმს ნიუსი'' და სხვ. ავრცელებენ   საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ე.წ. საგანგებო განცხადებას, რომელშიც იგი   საზოგადოებას მოთმინებისკენ მოუწოდებს.
 
ივანიშვილი ამბობს, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი როგორი გაჭირვებულიც იყო, ისევ ისეთ გაჭირვებული დარჩა ამ ოთხი წლის განმავლობაში, რაც ექსპრემიერის განცხადებით, ხელისუფლების ბრალი არ არის.
4 წლის განმავლობაში მმართველი გუნდი ძირეულ გარდაქმნებს ვერ შეძლებდა.
 
"დავდივარ რეგიონებში და ერთხელ ჟურნალისტები შესვენების დროს ჩამეკითხნენ, რა არის თქვენი რეგიონებში სიარულის მიზეზი? მე ვუპასუხე, რომ მოთმინებისკენ მოვუწოდებ ხალხს. რატომ მოვუწოდებ? იმიტომ რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, ისევ ისეთივე გაჭირვებული დარჩა ამ 4 წლის განმავლობაში, როგორიც იყო და ძალიან უჭირთ შეაფასონ მთავრობის წვლილი. ძალიან ბევრი უმუშევარია და ძალიან უჭირს ხალხს, შემოსავალიც არ გაზრდია, ან საერთოდ არ გააჩნია ბევრს. როგორც არ ჰქონდა ნაციონალების დროს სამსახური, ისე არა აქვს ახლაც ბევრს."- განაცხადა ივანიშვილმა.
 
,,კაცია ახლა ეს? დავდივარ და მოთმინებისკენ მოვუწოდებ ხალხსო… – ასე ეხმაურება ივანიშვილის განცხადებას ცოტნე გამსახურდია – ცხრაჯერ მოატყუა, ქვეყანა თავის ბიჭ-ბუჭებს ამოუდო, ნეპოტიზმი და კორუფცია ააყვავა, დაპირებების 90 პროცენტი არ შეასრულა და ახლა – მოითმინეთო. ქვეყანა თავის კარ-მიდამოდ აქცია, 50 დიდი ხე უნდა გადარგოს თავის რეზიდენციაში, რომ ასორმოცდაათი წელი იცოცხლოს!
 
"საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი როგორი გაჭირვებულიც იყო, ისევ ისეთ გაჭრივებული დარჩა ამ ოთხი წლის განმავლობაში, რაც ექსპრემიერის განცხადებით, ხელისუფლების ბრალი არ არის. "
 
აბა, ვისი ბრალია?!'' –  წერს ცოტნე გამსახურდია

 
 

სიახლეები

უკრაინამ შორსმფრენი დრონებით იერიში რუსეთის სიღრმეში, საზღვრიდან 1 750 კილომეტრზე მიიტანა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში (СБУ) არსებულმა წყარომ Kyiv Independent-ს განუცხადა, რომ უკრაინამ მოქმედების შორი რადიუსის მქონე დრონებით რუსეთის კომის ოლქში მდებარე...

“არ ვიცი სად არის, არ შემხმიანებია, მაგრამ სჯობდა, შემხმიანებოდა” – გვარამია გილაურზე

ტვ პირველის გადაცემაში "რეაქცია" ნიკა გვარამიამ პასუხი გასცა შეკითხვას, სად გაქრა ნიკა გილაური: "არ ვიცი,...

რატომ დაიხურა “მთავარი არხი”? – ნიკა გვარამია დეტალებზე ალაპარაკდა

"ახალისა" და "მთავარი არხის დამფუძნებელი" ნიკა გვარამია, რომელიც საპატიმროდან 12 თებერვალს გათავისუფლდა, "მთავარი არხის"...

თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს

"თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ?" - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა...