მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდელები თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების წინააღმდეგ ,, პოსტ სკრიპტუმის'' ეთერში

ზუგდიდელები თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების წინააღმდეგ ,, პოსტ სკრიპტუმის” ეთერში

Published on

შვიდი  ქალაქი ზუგდიდი, ოზურგეთი, ამბროლაური, გორი, მცხეთა, ახალციხე და თელავი მომავალ თვითმმართველობის არჩევნებს თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გარეშე შეხვდება.
 
პრეზიდენტს შეუძლია ვეტო დაადოს ამ კანონპროექტს  თუ გიორგი მარგველაშვილი სასწრაფოდ დაასახელებს თვითმმართველობის არჩევნების თარიღს -, კანონში ცვლილებების შეტანა ვეღარ მოესწრება და შვიდივე  ქალაქი:  ისევ თვითმმართველი სტატუსით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. სხვა შემთხვევაში ქართულ ოცნებას, რომელსაც  არც ამჯერად  გაუჭირდება ვეტოს  დაძლევა,   შეუძლია მოსახლეობის აზრზე გამარჯვება იზეიმოს, მით უფრო რომ   ამ სტატუსზე უარი შვიდივე  ქალაქის, მათ შორის ზუგდიდის  საკრებულოს უმრავლესობის წევრებსაც ათქმევინა. 
 
რუსთავი 2 – ის გუშინდელ გადაცემაში ,,პოსტ სკრიპტუმ'', ეთერი დაეთმო მოქალაქეებს, რომელთაც მორჩილი საკრებულოებისგან მკვეთრად განსხვავებული ბრძოლისუნარიანობა და პოზიცია  აქვთ ამ საკითხზე.
ზუგდიდის მოსახლეობის დიდი ნაწილის მოსაზრებები  რუსთავი 2 – ის ეთერში მაია კალანდიამ და კობა შონიამ გაახმოვანეს. 
 
 ისინი ფიქრობენ, რომ  ამ რეფორმით მმართველი გუნდის მთავარი მიზანია თვითმმართველობის არჩევნების მოგება, რადგან მათი რეიტინგი ქალაქებში საგრძნობლად დაბალია, ვიდრე სოფლებში. ამით ის  ცდილობს დათრგუნოს ხალხის წინააღმდეგობის უნარი,  ბრძოლის უაზრობის, ამაოების შეგრძნება და   აპათიისა და ყველაფერთან შეგუების განწყობა დათესოს ხალხში.
 
 რაც შეეხება ეკონომიკური ხასიათის არგუმენტებს, ეს ცვლილება რეგიონებს ამ მხრივაც ბევრს არაფერს მოუტანს, სამაგიეროდ კი დამოუკიდებლობის ხარისხი კიდევ უფრო შემცირდება. 

სიახლეები

საქართველო სულ უფრო შორდება ევროკავშირს-მარტა კოსი

ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე "ევროსკოპის" კითხვაზე...

ქუთაისში პოლიციის შენობას ესროლეს

ქუთაისში, არაყიშვილის ქუჩაზე მდებარე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით ისროლეს - ფაქტს შსს...

თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი ერთიანდება-სამინისტრო

"ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“...

ევროპარლამენტის გაფართოების შემდეგ ტალღაში საქართველო ვერ მოხვდა

ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ევროდეპუტატებმა ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია დაამტკიცეს. დოკუმენტს კენჭი რამდენიმე...