მთავარისიახლეებიმსოფლიოსანკტ-პეტერბურგში სტომატოლოგმა პაციენტს 22 ჯანსაღი კბილი ამოუღო

სანკტ-პეტერბურგში სტომატოლოგმა პაციენტს 22 ჯანსაღი კბილი ამოუღო

Published on

სანკტ-პეტერბურგში სტომატოლოგმა პაციენტს 22 ჯანსაღი კბილი ამოუღო – წერს „ბი-ბი-სი“. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, 2014 წელს ეჭვმიტანილმა ექიმმა 43 წლის პაციენტი შეცდომაში შეიყვანა და მას 22 ჯანსაღი კბილი ამოუღო, სანაცვლოდ კი უხარისხო „ხიდები“ ჩაუსვა. ამ მომსახურებაში ექიმმა პაციენტისგან 15 ათასი დოლარი მიიღო. ამჟამად, გამოძიება სხვა დაზარალებულებს ეძებს. ანალოგიური შემთხვევა შარშან საფრანგეთშიც მოხდა. ჰოლანდიელ სტომატოლოგს იაკობ ვან ნიეროპს 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მაშინ ექიმმა აღიარა, რომ მას სიამოვნებას ანიჭებდა პაციენტებისთვის ტკივილის მიყენება. ერთ-ერთმა პაციენტმა სასამართლოზე თქვა, რომ ექიმმა ვან ნიეროპმა მას 8 ჯანმრთელი კბილი ამოუღო, რის შემდეგაც სამი დღე ძლიერი სისხლდენით იტანჯებოდა. 

1tv.ge

სიახლეები

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...

ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ხანძარს ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში პენსიონერი ემსხვერპლა -  ცეცხლი კორპუსის მე-8 სართულზე საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა. პენსიონერი...

ქართულ ოცნებას კითხვებზე პასუხი გავეცით – BBC

BBC ფორმულასთან ამბობს, რომ ქართულ ოცნებას ე.წ. კამიტზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებულ სარჩელზე პასუხი...

შსს- დავაკავეთ მამა, რომელიც 3 არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად და ფიზიკურად ძალადობდა

შსს-მ ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, იორდანიის მოქალაქე, 1980...