მთავარისიახლეებისაზოგადოებასაატესტატო გამოცდები წელს სკოლებში შესაძლოა ბოლოჯერ ჩატარდა.

საატესტატო გამოცდები წელს სკოლებში შესაძლოა ბოლოჯერ ჩატარდა.

Published on

საატესტატო გამოცდები წელს სკოლებში შესაძლოა ბოლოჯერ ჩატარდა. არსებული საგამოცდო სისტემის გაუქმების იდეა საგანგაშო სტატისტიკის გამო გაჩნდა. მეთორმეტე კლასელების 25-მა პროცენტმა წელს ატესტატის აღება ვერ შეძლო.ნაციონალური მოძრაობის წევრები არსებული შედეგების გამო განათლების მინისტრს საშუალო განათლების სისტემის რეფორმირებისკენ მოუწოდებენ. საჯარო სკოლებში სწავლის ხარისხის ყოველწლიურად გაუარესებაზე ოპოზიციური პარტიების სხვა წარმომადგენლებიც საუბრობენ.საატესტატო გამოცდებს მოქმედი სისტემა რომ ეფექტური არ არის ადასტურებს განათლების მინისტრიც, თუმცა ზოგადი განათლების შეფასების არსებული სისტემის მთლიანად გაუქმებას ეწინააღმდეგება. განათლების მინისტრი ახალი მოდელის შემოღებას არ გამორიცხავს.საჯარო სკოლებში არსებულ საგანმანათლებლო სისტემას აპროტესტებენ განათლების ექსპერტებიც.რა სახით ჩააბარებენ მომავალი წლიდან საატესტატო გამოცდებს მეთორმეტე კლასელები, უცნობია. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების გამოცდებზე ჩაჭრის წლევანდელი მონაცემები დაახლოებით 5 პროცენტით არის გაზრდილი.
 
რუსთავი2

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...