მთავარისიახლეებიპოლიტიკაქართული საზოგადოების დაკვეთაა ევროატლანტიკური არჩევანი, მეტი დემოკრატია, მედიის მეტი თავისუფლება,...

ქართული საზოგადოების დაკვეთაა ევროატლანტიკური არჩევანი, მეტი დემოკრატია, მედიის მეტი თავისუფლება, უფრო ხარისხიანი სასამართლო – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე

Published on

,,ჩვენ მოთმინებით ველოდებით იმ დღეს, როდესაც ალიანსი გადაწყვეტს გახდეს უფრო ძლიერი საქართველოს გაწევრიანებით – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე. –  ქართული საზოგადოება პოლიტიკოსებს ნათლად უკვეთავს ევროატლანტიკურ არჩევანს, მეტ დემოკრატიას, მედიის მეტ თავისუფლებას, უფრო ხარისხიან სასამართლოს და ყოველივე ეს უმნიშვნელოვანესია, რომ გატარდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში''
 
გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნის საგარეო კურსზე და მისწრაფებებზე  და ისუბრა  საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზეც.
 
პრეზიდენტის განცხადებით, „ეს დღე მალე იქნება და ამის შემდეგ როგორც საქართველო, ასევე ალიანსი იქნება უფრო ძლიერი, უფრო მდგრადი, უფრო მტკიცე თავის რიგებში“. 

„ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ ვმუშაობთ კონსტიტუციის ახალ ვერსიასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო კონსოლიდირებულს გამოიყვანს ქართულ საზოგადოებას სწორედ იმის ხარჯზე, რომ იქნება ღრმა და ყოვლისმომცველი დიალოგი ერთმანეთთან. აუცილებელია შენარჩუნდეს ის მაღალი სტანდარტი მედიის თავისუფლების, რომელიც არის საზოგადოებაში. აუცილებელია, ჩვენ შევქმნათ მართლაც თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო. უმნიშვნელოვანესი, რაც ამ თვალსაზრისით არსებობს, არის ქართული საზოგადოების ძალიან ნათელი შეკვეთა, რომელიც პოლიტიკოსებმა სწორად უნდა აღვიქვათ და "გადავიტანოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში – განაცხადა პრეზიდენტმა.
ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერმინისტრიც. 

სიახლეები

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...

14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...