მთავარისიახლეებიპოლიტიკანატოს ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს გავიდეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან

ნატოს ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს გავიდეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან

Published on

საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის ტექსტი, რომელსაც დღეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე კენჭი უნდა ეყაროს, ცნობილია. სესია, სადაც დოკუმენტი უნდა მიიღონ სასტუმრო ჰუალინგში დილის 9 საათზე დაიწყება.
 
რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ადასტურებს ნატოს ღია კარის პოლიტიკისადმი მის ერთგულებას. მასში მტკიცედ არის მხარდაჭერილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება და ამ ტერიტორიებიდან გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები.
 
 რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს საქართველოსთან მიმართებაში საერთაშორისო ვალდებულებები.
 
„ორი დღის განმავლობაში არა ერთი გზავნილი გაჟღერდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას ყველა იმ რეფორმის მიმართ, რასაც ჩვენ ვატარებთ,“ – განაცხადა სოფო ქაცარავამ.
 
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გააძლიეროს დამოუკიდებელი სასამართლო, შეინარჩუნოს მედია პლურალიზმი, გააღრმავოს დიალოგი და შეამციროს დაძაბულობა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის.
 
„ყველამ იცის, რა პრობლემები აქვს სასამართლო სისტემას, რომ ხდება სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოსი, რა პრობლემები აქვს მედიას, რა პრობლემებია პოლიტიკურ დევნილებთან დაკავშირებით და ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებზე,“ – აცხადებს სერგი კაპანაძე.
 
დეკლარაციის სამუშაო დოკუმენტში ნატოს მთავრობებსა და პარლამენტებს ასამბლეა მოუწოდებს, გააღრმავონ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკური განზომილება, რათა შეიქმნას პირობები საქართველოსთვის MAP-ის მისანიჭებლად.
 

სიახლეები

საქართველოში 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორნიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი რაჭაში, ამბროლაურიდან...

აშშ და ირანი 60 დღეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად “საგზაო რუკაზე” შეთანხმდნენ

22 ივნისს აშშ-მ და ირანმა შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს და 60 დღეში საბოლოო...

Nestle-მ სანქცირებულ „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

კომპანია "ნესტლემ" დაიწყო შიდა გამოძიება, როგორ ხვდებოდა მათი რეკლამა სანქცირებული ტელე "იმედის" ეთერში -...

მედია – რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ კომპონენტებს აწარმოებს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარგამტარების მწარმოებელ ქარხანა „სბორკაზე“...