მთავარისიახლეებიპოლიტიკამეუფე პეტრე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, უპრინციპობაში ადანაშაულებს

მეუფე პეტრე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, უპრინციპობაში ადანაშაულებს

Published on

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, უპრინციპობაში ადანაშაულებს, რადგან მეუფეს თქმით, მან დანაპირები ე.წ. ციანიდის საქმის პირად კონტროლზე აყვანასთან დაკავშირებით, არ შეასრულა.მეუფე პეტრე ფიქრობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმის სკანდალის უკან ხელისუფლებისა და ეკლესიაში მყოფი ადამიანების დაჯგუფება დგას.„ხელისუფლებაშიც და ეკლესიაშიც არის საერთო უკვე ასეთი სკანდალის უკან მდგომი ადამიანების დაჯგუფება, რომლებსაც თვითონ უნდათ სუფთა ხელებით გამოვიდნენ, რაც არ მოხერხდება. გუშინ ასეთი საოცარი, კარგი, პოზიტიური და სახელმწიფოებრივი პოზიციისა, რაც გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, მაგრამ ისევ ვამხელდი უპრინციპობაში, რამეთუ მან თქვა, რომ პირად კონტროლზე ექნებოდა ეს საქმე და ჩანს, თუ რამდენად პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი და ჩანს, თუ რამდენად უსირცხვილო გაგრძელება აქვს ამ საქმეს,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

სიახლეები

14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...

ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ხანძარს ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში პენსიონერი ემსხვერპლა -  ცეცხლი კორპუსის მე-8 სართულზე საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა. პენსიონერი...

ქართულ ოცნებას კითხვებზე პასუხი გავეცით – BBC

BBC ფორმულასთან ამბობს, რომ ქართულ ოცნებას ე.წ. კამიტზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებულ სარჩელზე პასუხი...