მთავარისიახლეებიმსოფლიოკრასნოიარსკის ვიცემერი მე-17 სართულიდან გადმოვარდა

კრასნოიარსკის ვიცემერი მე-17 სართულიდან გადმოვარდა

Published on

რუსული მედიის ინფორმაციით, გამომძიებლები კრასნოიარსკის ვიცემერის მე-17 სართულიდან გადმოვარდნის ფაქტს იძიებენ. იური პარიგინი ადგილზე გარდაიცვალა. რეგიონის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის, ოლგა შამანსკაიას ინფორმაციით, პოლიციაში საღამოს შევიდა ზარი რკინიგზის რაიონში მე-17 სართულიდან მამაკაცის გადმოვარდნის შესახებ, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.„გარდაცვლილი უკვე ამოცნობილია. ის იური პარიგინია. ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. ისინი მომხდარის სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობენ, მათ შორის, ოჯახურ კონფლიქტზე“, – განაცხადა შამანსკაიამ.პარიგინი მუნიციპალური ქონებისა და მიწებთან დაკავშირებულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და კრასნოიარსკის ვიცემერის მოვალეობას ასრულებდა.

სიახლეები

14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...

ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ხანძარს ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში პენსიონერი ემსხვერპლა -  ცეცხლი კორპუსის მე-8 სართულზე საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა. პენსიონერი...

ქართულ ოცნებას კითხვებზე პასუხი გავეცით – BBC

BBC ფორმულასთან ამბობს, რომ ქართულ ოცნებას ე.წ. კამიტზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებულ სარჩელზე პასუხი...