მთავარისიახლეებიპოლიტიკაკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა თანამდებობა დატოვა. ის "ანაკლია სითის" აღმასრულებელ დირექტორად...

კონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა თანამდებობა დატოვა. ის “ანაკლია სითის” აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.

Published on

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა თანამდებობა დატოვა. ის "ანაკლია სითის" აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. ”ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტია, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქის გაშენებას გულისხმობს. ვფიქრობ, ამ ახალი როლით შევძლებ კიდევ უფრო წარმატებული პროექტების განხორციელებას. რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის მოადგილეობას, მუდმივი არაფერიაა. უკვე 7 წელია აღნიშნულ თანამდებობას ვიკავებ და ვთვლი, რომ ჩემი პოტენციალი და კონტრიბუცია კერძო სექტორისკენ იყოს მიმართული” , – აღნიშნა ქეთევან ბოჭორიშვილმა.ქეთევან ბოჭორიშვილი 2008–2010 წლებში, ფონდ "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრის თანამდებობას იკავებდა, 2010–2012 წლებში, სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი იყო, ხოლო 2012 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....