მთავარისიახლეებისაზოგადოებაგამოსაშვები გამოცდების არსებული ფორმატი არარელევანტურია და უნდა გაუქმდეს - პრესკონფერენცია ნაციონალურ მოძრაობაში

გამოსაშვები გამოცდების არსებული ფორმატი არარელევანტურია და უნდა გაუქმდეს – პრესკონფერენცია ნაციონალურ მოძრაობაში

Published on

გამოსაშვები გამოცდების არსებული ფორმატი არარელევანტურიადა უნდა გაუქმდეს. –  ასეთია ,,ნაციონალური მოძრაობის პოზიცია''- რომელიც დღეს  გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო ჟურნალისტებს პარტიის წევრმა ნინო კვიტაიშვილმა 
 
„განათლების სისტემაში შექმნილი საგანგაშო სტატისტიკა და ვითარება ადასტურებს, რომ სასკოლო რეფორმა შუა გზაზეა მიტოვებული და მისი ერთ-ერთი კომპონენტი, გამოსაშვები გამოცდები, რომელიც მოსწავლეებისთვის მასტიმულირებელი უნდა ყოფილიყო, რეფორმის დანარჩენი კომპონენტების ჩავარდნის გამო სადამსჯელო მექანიზმად გადაიქცა.
 
სწორედ ამიტომ ბავშვი მარტო, პირისპირ დარჩა იმ ბარიერთან, რომელიც მას წარმატებული მომავლისკენ გზას უკეტავს. ჩვენ მივიღეთ ის, რომ წლიდან წლამდე ყველა საგანში დადებითად შეფასებული მოსწავლეები, სისტემაში არსებული ქაოტური მდგომარეობის მსხვერპლად იქცნენ და გამოცდაზე ჩაიჭრნენ. ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა კი ბოლო წლებში მზარდია. 2012 წელს ყოველი 100 მოსწავლიდან ჩაჭრილების რაოდენობა მხოლოდ 5 მოსწავლე იყო და რეფორმის სწორ განხორციელებას შედეგი უნდა გაეუმჯობესებინა. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ყოველი მეოთხე მოსწავლე ჩაიჭრა. 
საგანგაშოა ისიც, რომ განათლების მინისტრი არაადექვატურად აფასებს ამ სიტუაციას, რაც კიდევ უფრო აზარალებს მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს. 
 
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ: 1. ამ ფორმატით უკვე არარელევანტურია გამოსაშვები გამოცდების ჩატარება და ის უნდა გაუქმდეს;
2. სამინისტრომ მოახდინოს არსებული პრობლემების დიაგნოსტირება და სისტემის გაჯანსაღებისათვის სასწრაფოდ გააორმაგოს სკოლების დაფინანსება;
3. განახლდეს პედაგოგთა სერტიფიცირება, მათი კომპეტენციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვის პარალელურად;
4. გაიზარდოს მასწავლებლის ხელფასი მინიმუმ 1000, ხოლო მომდევნო წლების განმავლობაში 1500 ლარამდე;
5. შეწყდეს სკოლების პოლიტიზირება;
6. მოწესრიგდეს სასკოლო ინფრასტრუქტურა და სხვა“ – ითქვა ნაციონალური მოძრაობის  პრესკონფერენციაზე. 

სიახლეები

კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო

ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ გასულ წელს ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების დასაშლელად გამოყენებულ წყლის ჭავლში...

სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, ექიმი მარიამ ჯიშკარიანი გარდაიცვალა

სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა - ინფორმაციას ექიმის ახლობლები...

ქუთაისის აეროპორტში საწვავის ქურდობის გამო ტექნიკოსები დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილი ქურდობის...

BBC-ს საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით სუსმა გამოკითხვაზე ეკა გიგაური დაიბარა

BBC-ს საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით სუსმა გამოკითხვაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური დაიბარა....