მთავარისიახლეებიმსოფლიოესტონეთის შემდეგ, რუს დიპლომატებთან დაკავშირებით მორიგი გადაწყვეტილება მოლდოვამ მიიღო.

ესტონეთის შემდეგ, რუს დიპლომატებთან დაკავშირებით მორიგი გადაწყვეტილება მოლდოვამ მიიღო.

Published on

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოლდოვამ ხუთი რუსი დიპლომატი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა.ინფორმაციას ტელეკომპანია Publika ქვეყნის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს პრესმდივნის, ანა სამსონის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ დროისთვის არ კონკრეტდება, ვის შეეხო სანქციები. ტელეკომპანიის ინფორმაციით, კომენტარს არ აკეთებენ რუსეთის ფედერაციის საელჩოში იმ მიზეზით, რომ სამუშაო დღე უკვე დასრულდა.როგორც ცნობილია, მარტში ქვეყნის პრემიერმინისტრმა და პარლამენტის სპიკერმა რუსეთში დაგეგმილი ყველა ვიზიტი გადადეს, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში აკავებენ, ჩხრეკენ და კითხავენ მოლდოველ მაღალჩინოსნებსა და დეპუტატებს. ამის გამო მოლდოვამ მოსკოვში საპროტესტო ნოტაც გაგზავნა.26 მაისს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის გენერალურ კონსულს დიმიტრი კაზენოვს და კონსულ ანდრეი სურგაევს ნოტა გადასცა, რომლის მიხედვითაც მათ ესტონეთი უნდა დატოვონ.  

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...