მთავარისიახლეებისამართალიAmnesty International-ი საქართველოს მოუწოდებს, მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთს არ გადასცეს

Amnesty International-ი საქართველოს მოუწოდებს, მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთს არ გადასცეს

Published on

Amnesty International მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ თურქეთში ჩაბუქი, შესაძლოა, წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან ადამიანის უფლებათა სხვა სერიოზული დარღვევების მსხვერპლი გახდეს. შესაბამისად, Amnesty International მოუწოდებს საქართველოს, არ გადასცეს დაკავებული ჩაბუქი თურქეთს.ორგანიზაცია ასევე მიმართავს საქმით დაინტერესებულ პირებს, გაგზავნონ შესაბამისი წერილები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის სახელზე, რათა საქართველომ შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და არ მოახდინოს დეპორტაცია, ექსტრადიცია ან სხვა ფორმით მუსტაფა ჩაბუქის დაბრუნება ქვეყანაში, სადაც მას, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. „ასევე, გააგზავნეთ ასლები თქვენს ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.Amnesty International მიუთითებს, რომ ჩაბუქი თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს და მისი ექსტრადიცია, შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოხდეს. განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ არსებული ინფორმაციით, 2016 წლის შემდეგ, თურქეთის მთავრობა ზეწოლას ახორციელებს მოკავშირეებზე, რათა მათ ფეთულა გიულენის სავარაუდო მხარდამჭერების წინააღმდეგ სამართლებრივი ნაბიჯები გადადგან.მუსტაფა ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო 3-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. თურქული მხარე მას ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას ედავება.მისი გათავისუფლების მოთხოვნით, ონლაინ-პეტიცია ვრცელდება, რომელსაც ამ დროისთვის 500-ზე მეტი მოქალაქე უერთდება.პეტიციაზე ხელმომწერები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართავენ. დოკუმენტის ტექსტში აღნიშნულია, რომ ჩაბუქი უდანაშაულოა, ხოლო თურქეთის ხელისუფლების ბრალდებები -უსაფუძვლო.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...