მთავარისიახლეებისაზოგადოებაურთულესი გზა და უმაღლესი შეფასება - მიხეილ სააკაშვილის შვილის წარმატება სუორტ მორის...

ურთულესი გზა და უმაღლესი შეფასება – მიხეილ სააკაშვილის შვილის წარმატება სუორტ მორის კოლეჯში

Published on

სუორტ მორის კოლეჯში სწავლა წელს 380-მა ახალგაზრდამ დაასრულა, მაგრამ მათ შორის მხოლოდ 7-მა მიიღო უმაღლესი შეფასება. ამ შვიდი საუკეთესო ახალგაზრდის რიცხვში აღმოჩნდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილი ედუარდ სააკაშვილი.სუორტ მორის კოლეჯი ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელია და შესაბამისად, იქ მოხვედრაც ძალიან რთულია. მით უმეტეს, 380-დან 7 საუკეთესოში მოხვედრა. სუორტმორი 6-ჯერ დასახელდა საუკეთესო კოლეჯად შეერთებულ შტატებში, 2017 წლის მონაცემებით ის 5 საუკეთესოთა შორისაა. ედუარდ სააკაშვილმა ბაკალავრის დიპლომი ერთდროულად კინო-მედია კომუნიკაციების და ფიზიკის მეცნიერებაში აიღო.სტუდენტის სტატუსის მიღებისთანავე მუშაობა დაიწყო კოლეჯის გაზეთში და ფიზიკის ლაბორატორიაში. 2013 წელს ედუარდი წლის საუკეთესო კურსდამთავრებულის და განათლების სამინისტროს ოქროს მედლით დაჯილდოვდა, მაგრამ როგორც თავად ამბობს, მას უნდა, რომ ბედნიერი იყოს იმ საქმეში, რასაც აკეთებს, მაგრამ ლაბორატორიაში ბედნიერება ვერ იპოვა. მას შემდეგ, რაც ახალი და საინტერესო თავგადასავალი კინოხელოვნებაში და მედია-კომუნიკაციებში იპოვა, სუორტმორის კოლეჯში ადგილობრივ რადიოში მუსიკალური პროექტები წამოიწყო. 4 წლის წინ კი პოლიტიკასა და ეკონომიკას პროტესტი თავად გამოუცხადა, როცა თბილისში სკოლის დასრულების შემდეგ ედუარდი მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტებმა მიიღეს. 
 
რუსთავი2

სიახლეები

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ მე-19 სასანქციო პაკეტი დაამტკიცა

პარასკევს ევროპულმა კომისიამ დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი, მე-19 სანქციების პაკეტი. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ...

გარემოს სააგენტოს ცნობით,22 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში იქნება ელჭექი, სეტყვა, შტორმი

⛈️ 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია...

ტრამპის თქმით, ომის შემდეგ აშშ უკრაინას “მშვიდობის შენარჩუნებაში” დაეხმარება

Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შემდეგ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 6 პირი დააკავეს

თბილისში, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი...