მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთი უნდა დაუბრუნდეს ოფიციალურად აღიარებულ საზღვრებს - აცხადებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

რუსეთი უნდა დაუბრუნდეს ოფიციალურად აღიარებულ საზღვრებს – აცხადებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

Published on

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთი უნდა დაუბრუნდეს ოფიციალურად აღიარებულ საზღვრებს, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ განაცხადა. 
 
როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია თბილისში ტარდება, ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია. მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ნატო და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. პაოლო ალის შეფასებით, ის მოვლენები და პროცესები, რაც რეგიონში ხდება, მნიშვნელოვანია მთლიანად დასავლური ქვეყნებისთვის. 
 
”ჩვენ ვაღიარებთ იმ წარმოუდგენელ ძალისხმევას, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში აჩვენა დემოკრატიის გაძლიერების კუთხით. საქართველოს შთამბეჭდავი შედეგები აქვს. ვფიქრობ, ჩვენი აქ ყოფნა ცხადყოფს იმას, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას. ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ თქვენს რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებს. საქართველოს სტაბილურობა არა მხოლოდ საქართველოსა და რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ყველა დასავლური ქვეყნისთვის – ის, რაც რეგიონში ხდება მნიშვნელოვანია, თუკი გავითვალისწინებთ რუსეთის აგრესიულ საქციელს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. ეს კონფლიქტები ყველასთვის წარმოადგენს საფრთხეს. შესაბამისად, ჩვენი მესიჯი ის არის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთი უნდა დაუბრუნდეს ოფიციალურად აღიარებულ საზღვრებს. ჩვენ მტკიცედ ვართ მოწოდებული, დავიცვათ და მხარი დავუჭიროთ საქართველოს დემოკრატიის განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით”, – განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ. 
 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....