მთავარისიახლეებისაზოგადოება"სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგავართ"-მაია მიმინოშვილი გამოსაშვები გამოცდების შედეგებზე საუბრობს

“სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგავართ”-მაია მიმინოშვილი გამოსაშვები გამოცდების შედეგებზე საუბრობს

Published on

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მაია მიმინოშვილი, აღნიშნავს, რომ წლევანდელი მონაცემები წინა წლისგან არ განსხვავდება. შაბათის კურიერში მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ გამოცდების ცვლილებით არსებული განათლების დონე ვერ გაუმჯობესდება.მან ხაზი გაუსვა, რომ, დღესდღეობით მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში პრობლემებია და ეფექტური ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა.„ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგავართ სასკოლო განათლების საფეხურზე,“ – ასე აფასებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მაია მიმინოშვილი, საატესტატო გამოცდებზე 11 ათასი მოსწავლის ჩაჭრას.„რბილად რომ ვთქვათ, სრულიად არასახარბიელო ვითარებაა, მაგრამ ეს, ალბათ, ანარეკლია სწორედ იმ პრობლემებისა, რომელიც სასკოლო განათლების საფეხურზე არსებობს და ამ პრობლემებს სჭირდება მოგვარება, თორემ მხოლოდ და მხოლოდ გამოცდებით პრობლემა არ გვარდება,“ – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.მან ასევე აღნიშნა, რომ პედაგოგების კვალიფიკაციაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და გადამწყვეტია განათლების სისტემის გაუმჯობესებისთვის.
მიმინოშვილმა განაცხადა, რომ 3-4 ივნისს დაგეგმილია კონფერენცია, სადაც არსებულ პრობლემებზე ისაუბრებენ.  

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...