მთავარისიახლეებისაზოგადოებაინტერნეტ-თამაშები, რომლებიც მოზარდების სუიციდის მცდელობით სრულდება

ინტერნეტ-თამაშები, რომლებიც მოზარდების სუიციდის მცდელობით სრულდება

Published on

12 წლის გოგომ თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, ე.წ. მასტერის დავალებით სცადა. გამოძიებისთვის დაუდგენელი პირები მოზარდებს ინტერნეტით ეკონტაქტებიან.პირველი შეთავაზებაა, სურთ თუ არა მათ თამაში, ხოლო თანხმობის შემთხვევაში, პირველი ეტაპი უწყინარი დავალებების შესრულებაა, რომელიც ეტაპობრივად რთულდება. 50 დღის შემდეგ კი ფსიქოლოგიურად დამოკიდებულ მოთამაშეებს აიძულებენ, თავი მოიკლან.12 წლის გოგო სხეულის მრავლობითი დაზიანებებით იაშვილის სახელობის საავადმყოფოში წევს. ის მეხუთე სართულიდან გადახტა. მომხდარ ფაქტზე ოჯახი ღიად არ საუბრობს. ცნობილია, რომ მოზარდს თვითმკვლელობის მცდელობამდე ინტერნეტით უცნობები ეკონტაქტებოდნენ.პოლიციამ მშობლები, თვითმხილველები და ექიმები უკვე გამოკითხა. სახიფათო თამაშების ფატალურ შედეგებზე ინფორმაცია აქვთ ფსიქოლოგებსაც. მათივე რეკომენდაციით, თამაშის სახელს, მომხდარის ადგილმდებარეობას და დაზარალებული ოჯახის ვინაობას კურიერი არ ახმაურებს.სახიფათო ინტერნეტ თამაშებზე წერს BBC-ც. სტატიის მიხედვით, სამართალდამცველები ლონდონელ მშობლებს შესაძლო საფრთხეებზე მიუთითებენ. ბრიტანულ გამოცემაში ნათქვამია, რომ არასრულწლოვნების სუიციდის ხშირი ფაქტები რუსეთში ფიქსირდება და თითქმის ყველა შემთხვევაში მიზეზი საშიში ინტერნეტთამაშია.

სიახლეები

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...

დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი – ვოლსკი ღარიბაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს  - "ოცნების" წევრი ამბობს, რომ...