მთავარისიახლეებიმსოფლიოგარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი ზბიგნევ ბჟეზინსკი

გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი ზბიგნევ ბჟეზინსკი

Published on

გარდაიცვალა ზბიგნევ ბჟეზინსკი, მსოფლიოში ცნობილი პოლიტოლოგი, სოციოლოგი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მრჩეველი 1977-1981 წლებში.
ბჟეზინსკი ცნობილი იყო საბჭოთა კავშირისადმი მკვეთრი დამოკიდებულებით, აქტიურად ემხრობოდა  ნატოს გაფართოებას აღმოსავლეთით,  არის ავტორი არაერთი ცნობილი პოლიტოლოგიური და ანალიტიკური ნაშრომისა,  რომელთა შორის  ყველაზე ცნობილია „დიდი ჭადრაკის დაფა“. 
ბჟეზინსკის მიღებული აქვს ამერიკის უმაღლესი ჯილდო სამოქალაქო პირებისთვის – თავისუფლების მედალი. 
ბჟეზინსკი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა  აშშ – ში, ვირჯინიის შტატის ერთერთ საავადმყოფოში  – ინფორმაცია ამის  შესახებ მისმა ქალიშვილმა გაავრცელა.
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...