ზვიად გამსახურდია: მე არ მოვაწერ ხელს სამოკავშირეო ხელშეკრულებას, სხვა პრეზიდენტი მოიყვანეთ და იმან მოაწეროს ხელი

0
476
 სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პროექტის "დამოუკიდებლობის გაკვეთილების" ხელმძღვანელი ეკა წამალაშვილი 1991 წლის სექტემბერში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და ე.წ. წითელი  ინტელიგენციის შეხვედრის სტენოგრაფიული ჩანაწერის ფრაგმენტს აქვეყნებს .
,,რამხელა ცოდვას ვატარებთ…. არ დაიზაროთ. იკითხეთ დამოუკიდებლობის გაკვეთილები, რომ აღარ ვიყოთ ისეთები, სარკეში ჩახედვის შეგვრცხვეს..", – წერს ეკა წამალაშვილი  ფრაგმენტზე დართულ კომენტარებში.
 
 
"ზვიად გამსახურდია: "გამობრძანდით და თქვით. იმისთვის მოგიწვიეთ, რომ თქვათ. ადგილიდან შეძახილები არ გეკადრებათ, სოლიდური ხალხი ხართ, აქ გამობრძანდით ტრიბუნაზე, დაასაბუთეთ თქვენი აზრი და ჩვენც გაგცემთ პასუხს. ვისწავლოთ პარლამენტური გზით მოქმედება, გვეყოფა ექსცესები..
ეს ხალხი ქადაგებდა, რომ პარლამენტური გზა სისულელეა, კრემლის აგენტების მოგონილი. რომ ლანდსბერგისი კრემლის აგენტია, გამსახურდია კრემლის აგენტია,ესენი ამ გზით ვერასდროს მიაღწევენ დამოუკიდებლობასო. გავიდა თუ არა ლიტვა? ყოფილან ესენი წინასწარმეტყევლები და პოლიტიკსოები?
როგორ შეიძლება საბჭოთა არჩევნებიო, ხომ გაიძახოდნენ? ლანდსბერგისი ლამის კრიუჩკოვის თანამოაზრედ გამოიყვანეს. ეს იმისთვის გააკეთა რომ ლიტვაში ჩაახშოს ეროვნულ – გამათავისუფლებელი მოძრაობა და სამოკავშირეო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელიო.
მე რომ ამირჩიეს, მაშინ თქვეს, თითქოს, იმისთვის ვარ არჩეული, რომ მეც სამოკავშირეო ხელშეკრულებას მოვაწერო ხელი. როგორ მოვაწერ აგერ ნახავთ თქვენ. მე არ მოვაწერ, სხვა პრეზიდენტი მოიყვანეთ და იმან მოაწერის ხელი.
დარბაზიდან შეძახილები – შენ მოიყვანე, შენ!!
ზ. გამსახურდია: "უფროსი კაცი ხართ ( ვგონებ ჭაბუა ამირეჯიბს მიმართავს,-ე.წ.) თუ არ გინდათ აქ ყოფნა, მაშინ გაბრძანდით. ახლა ერთსაც გეტყვით და ესეც დაიმახსოვრეთ, ყველას საყურადღებოდ ვამბობ: თქვენ გგონიათ მე ძალიან მსიამოვნებს და ფიქრობთ ეს ჩემთვის შესაფერისი მდგომარეობაა?
გეუბნებით პირდაპირ, მე რომ ახლა წავიდე, საქართველოში დამყარდება ისეთი ანარქია, რომ მერე ყველა თქვენგანი ისევ ძალით მომიყვანს და დამსვამს ამ სკამზე. არ იცით თქვენ რა არის ეს. ამიტომ არ ვამბობ, რომ მეხვეწოთ – არიქა არ მიგვატოვოო, მე თვითონ, გეფიცებით, საშინლად მომბეზრდა ეს ყველაფერი, არ მინდა დანახვა ამის, მაგრამ რა ვქნა?
მისული ვართ კარიბჭემდე, მივიყვან ამ უბედურ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებამდე და მერე კარგად ბრძანდებდეთ. აღარ შეიძლება ამდენი უგნურის და თავზეხელაღებულის გაძლება. ისინი ვერაფრით ეგუებიან ჩემს ძალაუფლებას, არც ერთ ქვეყანაში ასე არ ხდება…
სირცხვილია, ერი სოლიდარულია, როდესაც საქმე ეხება დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ერის გადარჩენას ეხება. არავის დასჯა არ მინდა, არ არის ეს ჩემი საქმე, გაიგეთ, მეგობრებო, საზიგადოებამ, ხალხმა უნდა მოკიდოს ამას ხელი.
ცოტა ხნით მოითმინონ ჩემდამი სიძულვილი და როცა გავა საქართველო სამშვიდობოს და გახდება გაეროს წევრი, ნამდვილად აღარ შეგაწუხებთ და დავანებებ ყელაფერს თავს…" –
1991 წლის სექტემბერი, თბილისი.
წინა სტატიაფერადი ამბები გადაცემა 50 (Video)
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი: 26 წლის წინ ჩვენ გადავდგით ნაბიჯი და მთელი მსოფლიოს გასაგონად, ნათლად ვთქვით, რომ საქართველომ აღადგინა თავისი დამოუკიდებლობა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური