თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სავალდებულო სამსახურის 300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ფიცს დადებს.ფიცის დადების ცერემონია 12 ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდება. რაც შეეხება პირად შემადგენლობას, მონაწილეობას მიიღებენ სავალდებულო სამსახურის ახალწვეულები და სხვადასხვა ქვედანაყოფები.საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს პატაკს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ჩააბარებს. საქართველოს მოსახლეობას და შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიულოცავენ. „ფიცის დადების შემდეგ სულ სხვა დატვირთვას გრძნობ, სულ სხვა შემართებაა, გარკვეულწილად უკვე შეიარაღებული ძალების შემადგენელ ნაწილად თვლი თავს. პასუხისმგებლობა ერთგვარად იგრძნობა. დარწმუნებული ვარ, თითოეული სამხედრო მოსამსახურე იქნება ამ პასუხისმგებლობით მას შემდეგ რაც ისინი ფიცს დადებენ,“ – განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ოფიცერმა ემზარ სვანიძემ.საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენაც მოეწყობა. წარმოდგენილი იქნება სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ქართული წარმოების სამხედრო მანქანები და მათი დათვალიერების საშუალება მოქალაქეებს ექნებათ.
სიახლეები
საზოგადოება
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...
საზოგადოება
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო.
რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...
საზოგადოება
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...
სიახლეები
პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს
"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...