მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ქიმიოფურტეს.''- მოკლე პასუხი სოციალურ ქსელში დასმულ ირონიულ კითხვაზე: ,,დამეხმარეთ, რომ...

,,ქიმიოფურტეს.”- მოკლე პასუხი სოციალურ ქსელში დასმულ ირონიულ კითხვაზე: ,,დამეხმარეთ, რომ რუსთაველი და 26 მაისი დავუკავშირო ერთმანეთს.”

Published on

”ჩვენ ვეცადეთ სამი რამ გაგვეერთიანებინა ამ სივრცეში: დამოუკიდებლობის დღე, ვეფხისტყაოსანი და ჩვენი ქვეყანა. ვეცადეთ წარმოგვედგინა ფლორისა და ფაუნის სიმდიდრე, ვეფხისტყაოსნის სიბრძნე და აქედან გამომდინარე, არის ის მრავალფეროვნება, რომელიც აქ გვხდება. ჩვენ გაქვს შესაძლობა თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით მოვხვდეთ რომელიმე დაცულ ტერიტორიაზე. წარმოდგენილია წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობები, რომლის შესახებ მხოლოდ ყური მოგიკრავთ და არ გინახავთ. ასევე შევქმენით სივრცეები შეყვარებულებისთვის, მიჯნურებისთვის, რაინდებისთვის. მე არ ვიცი, შესაძლოა პარლამენტის წინ ხმაურიან ჩანჩქერთან მჯდარი უცხო მოყმეც კი ნახოთ”, – განაცხადა  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა   პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სამინისტროს სივრცის პრეზენტაციაზე.
 
მინისტრ აგულაშვილის სივრცე და თვალსაწიერი ისედაც ბევრ კითხვას ბადებს, ამიტომ სოციალურ ქსელებში კითხვას 26 მაისის დღესასწაულის ე. წ. თემატურ პროგრამაზე შოთა რუსთაველის იუბილესთან ბმაში, უამრავი ადამიანი უსვამს   ზოგადად დღევანდელი ხელისუფლებას.
 
ბევრი ამაში ხედავს რევერანსებს მოსკოვის წინაშე, რომ რუსულ- ქართული დიპლომატიის ვარსკვლავებმა კარასინმა  და აბაშიძემ ყავის მშვიდად დალევა შეძლონ . თუ კარასინმა იკითხა, რატომ ზეიმობენ 26 მაისს, როგორც რუსეთისგან დახსნის დღეს, აბაშიძე ეტყვის, რომ ეს დღე შოთა რუსთაველის დაბადების ან მისი ,,ვეფხისტყაოსნის''შექმნის დღეა (თუ სამშობლოს თავ მომჯდარ ოლიგარქს დასჭირდა,  დაიფიცებს კიდეც, რომ თავისი თვალით ნახა, როგორ დაუსვა პოეტმა თავის პოემას წერტილი 26 მაისს). 
 
რაც შეეხება პასუხს სოციალურ ქსელში დასმულ ირონიულ კითხვაზე: ,,დამეხმარეთ, რომ რუსთაველი და 26 მაისი დავუკავშირო ერთმანეთს.'' – ლაკონურობით რეკორდს ხსნის პასუხი: ,ქიმიოფურტეს.''

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...