მთავარისიახლეებისაზოგადოება"ყველაზე დიდი იარაღი განათლება და ცოდნაა"- ალექსანდრე ჯეჯელავა

“ყველაზე დიდი იარაღი განათლება და ცოდნაა”- ალექსანდრე ჯეჯელავა

Published on

„26 მაისი საერთო დღესასწაულებს შორის მთავარია, რადგან ქართველ ერს თავისუფლებზე მეტად არაფერი უყვარს. განათლების სამინისტრო წელს შეეცადა მნიშვნელოვანი სათქმელი ეთქვა. თქვენ გახსოვთ ტარდებოდა სამხედრო აღლუმი, წარმოდგენილი იყო იარაღი, მაგრამ ყველაზე დიდი იარაღი განათლება, ცოდნაა, რომელიც უნდა ვაჩვენოთ ყველას. ყველამ უნდა დაინახოს თუ როგორი მომავალი თაობა იზრდება. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბება იყო, რომ დამოუკიდებლობა ყოფილიყო მათთვის უმთავრესი. მე ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე საქართველო დამოუკიდებლობას აღნიშნავს გამთლიანებული და ჩვენ სოხუმშიც და სამაჩაბლოშიც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად ვიზეიმებთ ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.ჯეჯელავას განცხადებით, 26 მაისის დღესასწაული სხვა დღესასწაულებს შორის უმთავრესია, რადგან ქართველ ხალხს თავისუფლებაზე მეტად არაფერი უყვარს. მისივე განცხადებით, ყველაზე დიდი გამოწვევა დამოუკიდებლობის ისტორიაში იყო საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბება, რომ თავისუფლება გამხდარიყო უმთავრესი.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....