მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ქართველ ხალხს

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ქართველ ხალხს

Published on

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ქართველ ხალხს.
 
,,საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენ შევცვალეთ დროშა და ჰიმნი, რადგან  უპირატესობა მივანიჭეთ ეროვნულ ისტორიულ ელემენტებს. რამდენიმე თვეში ეს ჰიმნი თითქმის ყოვლმა ქართველმა იცოდა, ქართველებს ძალიან შეუყვარდათ თავიანთი დროშა და მიაჩნიათ, რომ იგი ერთერთი ყველაზე ლამაზია   მსოფლიოში'' – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე.''
 
თავის მხრივ, საქართველოს მოსახლეობა სოციალური ქსელის მეშვეობით ულოცავს პრეზიდენტ სააკაშვილს  ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და მადლობას უხდის წინსვლისა და წარმატებებისთვის,  რასაც ქვეყანამ  მისი პრეზიდენტობის წლებში მიაღწია. 
,,ვინ როგორ გააოცა ევროპა და დანარჩენი მსოფლიო, ხალხი განსჯის. მადლობა პრეზიდენტო – წერს ერთერთი ფეისბუქმომხმარებელი  მიხეილ სააკაშვილის მილოცვის პასუხად და ამ პოსტს შესაბამის ფოტსაც ურთავს.  

 

სიახლეები

სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა. პროკურატურა მას ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის (ნათია ბერიძე) საქმიანობაში...

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში – სალომე ზურაბიშვილი

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...

სასამართლომ ძალაში დატოვა გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში...

26 თებერვლიდან 1 მარტამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვა, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით,...