მთავარისიახლეებიპოლიტიკახატია დეკანოიძე: სამწუხაროა, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე ქართველი ჯარისკაცები არ აფრიალებენ ამაყად...

ხატია დეკანოიძე: სამწუხაროა, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე ქართველი ჯარისკაცები არ აფრიალებენ ამაყად საქართველოს დროშას

Published on

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.
ღონისძიებას პარტიის წევრებთან ერთად სამხედრო მოსამსახურეებიც ესწრებოდნენ. 
 
მიღებაზე პარტიის ლიდერებმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. 
 
“მინდა მივულოცო ყველას დღევანდელი დღე. დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი სამშობლოსთვის. გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე ქართველი ჯარისკაცები არ აფრიალებენ ამაყად საქართველოს დროშას, არ ტარდება აღლუმი, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს დაამკვიდრა საქართველოს ხელისუფლებამ. მინდა მივულოცო ყველა ჯარისკაცს და ყველა პოლიციელს, რომელიც სამშობლოს წინაშე იხდის ვალს, მინდა მივულოცო ყველა იმ ადამიანს, რომელიც გამოკეტილი ჰყავს ივანიშვილს რეჟიმს ციხეში, მათ შორის გულმხურვალე პატრიოტები. ერთი რამ მინდა ვთქვა, იდეისთვის და თავისუფლებისთვის ნამდვილად ღირს თავგანწირვა“, – განაცხადა პარტიის წევრმა ხატია დეკანოიძემ. 
 
თავის მხრივ, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაცია “ძლიერი, ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელმა კობა გორგაძემ ჟურნალისტებთან საუბარში დამოუკიდებლობის დღე სრულიად საქართველოს მიულოცა და განაცხადა, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში უკვე რამდენიმე წელია აღლუმი არ ტარდება. 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...