ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის გენერალურ კონსულს ნარვაში დიმიტრი კაზენოვს და კონსულს ანდრეი სურგაევს ნოტა გადასცა, რომლის მიხედვითაც მათ ესტონეთი უნდა დატოვონ. ამის შესახებ Postimees იუწყება.ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა სანდრა კამილოვამ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა, მაგრამ კომენტარი არ გაუკეთებია.მომხდარზე კომენტარს არც რუსეთის საელჩოში აკეთებენ. უცნობია, რა დროში უნდა დატოვონ დიპლომატებმა ქვეყანა.გამოცემასთან საუბარში ესტონეთის უშიშროების პოლიციის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა რაევო აეგმა განაცხადა, რომ ჩვეულებრივ, ასეთი გადაწყვეტილებები დაკავშირებულია ჯაშუშობასთან.
სიახლეები
სიახლეები
განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი
„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...
სიახლეები
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით,...
სიახლეები
უკრაინული მიწის დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ – ეს უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვებია. პუტინი დონბასზე ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ კიევის ოკუპაცია გადაწყვიტა-ზელენსკი
"უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არცერთი ევროპული ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან საქმე...
სიახლეები
რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა
9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...