დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია

0
479
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გარდა დედაქალაქისა, 12 რეგიონში აღინიშნება, მათ შორის ზუგდიდში. საზეიმო ღონისძიებების გამო ქალაქის ცენტრალური ნაწილი გადაკეტილია ავტომანქანით მოსიარულეთათვის, რის გამოც მათ შემოვლითი გზებით უწევთ მოძრაობა. სპეციალური ღობით ჩაკეტილია ცენტრალური მოედნის ტერიტორიამდე მისასვლელი გზა, ასევე გადაკეტილია ხეივანის ორივე მხარე, იუსტიციის სახლისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან მისასვლელი მონაკვეთები.საზეიმო ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება დასაღამოს გალა-კონცერტით დასრულდება.



 

წინა სტატიასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 300-ზე მეტი წვევამდელი ფიცს დადებს
შემდეგი სტატიაძე ქარიშხლისა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური