მთავარისიახლეებიმსოფლიო26 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა ეგვიპტეში, ქრისტიანი მლოცველების ავტობუსებისთვის გახსნილი ცეცხლის...

26 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა ეგვიპტეში, ქრისტიანი მლოცველების ავტობუსებისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად

Published on

 სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა ეგვიპტეში, ელ-მინიას პროვინციაში სალოცავად მიმავალი ქრისტიანების ავტობუსებისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად.  დაღუპულთა უმრავლესობა ბავშვებია.
ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა,  ერთ-ერთ ავტობუსში ორმოცამდე ბავშვი იმყოფებოდა, ხოლო მეორე ავტობუსში – უფროსები.
საინფორმაციო პორტალი Al-Ahram იუწყება, რომ თავდამსხმელებმა ავტობუსს ცეცხლი ორი მანქანიდან გაუხსნეს. თავდასხმა ათამდე „ბოევიკმა“ განახორციელა.
ეგვიპტის პოლიცია მათი დაკავების ოპერაციას ატარებს. 
 
ეგვიპტეს მომხდარ ტრაგედიას მთელი მსოფლიოში ეხმაურებიან. 
 ეგვიპტელ ხალხს სამძიმარს უცხადებს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
”ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში ავტობუსებზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. 
ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებთ ეგვიპტელ ხალხსა და ხელისუფლებას”, – ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

 

 

სიახლეები

სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა. პროკურატურა მას ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის (ნათია ბერიძე) საქმიანობაში...

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში – სალომე ზურაბიშვილი

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...

სასამართლომ ძალაში დატოვა გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში...

26 თებერვლიდან 1 მარტამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვა, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით,...