მთავარისიახლეებიპოლიტიკავაუჩერები ბავშვების წინსვლისთვის სპორტისა და ხელოვნების სფეროში - ნაციონალური მოძრაობის...

ვაუჩერები ბავშვების წინსვლისთვის სპორტისა და ხელოვნების სფეროში – ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა

Published on

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საზოგადოებას წარუდგინა ახალი ინიციატივა, რაც თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახების ბავშვებისთვის სპორტული და სახელოვნებო ვაუჩერების გადაცემას ითვალისწინებს.  ამ პროგრამით ისარგებლებენ ბავშვები მეექვსე კლასის ჩათვლით, ვაუჩერი მათ მისცემს საშუალებას   იარონ სხვადასხვა წრეებზე.
 
როგორც პარტიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ინიციატივა მათი წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილია.
 
„თბილისის ბიუჯეტის ზედაპირული შესწავლაც კი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვნახოთ ის რეზერვები, რომელიც სრულიად გამოუყენებელია დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აპირებს 20 მილიონის გამოყენებას იმისთვის, რომ პირველიდან მეექვსე კლასამდე თბილისში მცხოვრები ბავშვები იმ ოჯახებიდან, რომელსაც 40 ათასზე ნაკლები შემოსავალი აქვთ, საშუალება ჰქონდეთ ვაუჩერი მიიტანონ იმ სპორტულ, სახელოვნებო ან მეცნიერულ წრეში, რომელიც უნდათ,“ – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა გრიგოლ ვაშაძემ.
 
 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....