მთავარისიახლეებიპოლიტიკასააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია - ვალერი ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია – ვალერი ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა

Published on

დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ვალერიან ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილება iPhone plus-სა და ცერცვაძის ოჯახთან დაკავშირებულ კომპანია iTechnic-ს შორის დაწყებულ დავას უკავშირდება.კითხვების თავიდან აცილების მიზნით კი ცერცვაძე საჭიროდ მიიჩნევს საააპელაციო სასამართლოს პოსტი დატოვოს. iPhone plus-ში განმარტავენ, რომ ცერცვაძის მიერ თანამდებობის დატოვების მიუხედავად საქმეზე მისი გავლენა არ შეიცვლება.ცერცვაძის მიერ თანამდებობის დატოვების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს. მოსამართლეების ნაწილისთვის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გეგმების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არ საუბრობენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ცერცვაძის შემცვლელად უვადოდ დანიშნული მოსამართლის, მიხეილ ჩინჩალაძის, კანდიდატურა განიხილონ.კომპანია iPhone plus-სა და iTechnic-სშორის დავა ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. ჯერ კიდევ გასულ წელს კომპანია iTechnic-მა სასამართლოს სარჩელით მიმართა, რომლის მიხედვითაც iPhone plus-ს ჰაკერული ჩარევით ფეისბუქ გვერდის გაუქმებაში ადანაშაულებდა.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...