მთავარისიახლეებიკონფლიქტებიმეორე ოტობაიას ე.წ. გამგებლის ვიტალი სოროკინის საცხოვრისში ხელყუმბარა აფეთქდა

მეორე ოტობაიას ე.წ. გამგებლის ვიტალი სოროკინის საცხოვრისში ხელყუმბარა აფეთქდა

Published on

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში აფეთქება მოხდა. –  ,,როგორც ,,ოდიში ნიუსს'' საკუთარმა წყარომ აცნობა, წუხელ ღამის სამ საათზე მეორე ოტობაიას ე.წ. გამგებელს ვიტალი სოროკინს, რომელსაც ადგილობრივი მკვიდრის  შოთა გითოლენდიას სახლი აქვს დასაკუთრებული, ფანჯარაში ხელყუმბარა შეუგდეს. 
 
ჩამსხვრეულია საცხოვრებელი სახლის ფანჯრები, დაზიანებულია ერთი ოთახი.   მომხდარის შედეგად, არავინ დაშავავებულა. როგორც ადგილობრივები ამბობენ,  სოროკინს არანაირი დაზიანება არა აქვს მიღებული, ხოლო  მის გარდა ამ სახლში არავინ ცხოვრობს – სახლის პატრონი დევნილია  და  ოჯახთან ერთად წლებია თბილისში  იმყოფება. 
 
მომხდართან დაკავშირებით  ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელდა რამდენიმე ვერსია – სოროკინს თავად აუფეთქდა ხელყუმბარა ან შეგნებულად მოახდინა მისი აფეთქება, რომ ყურადღება მიიპყროს.   არის ვერსია, რომ  სოროკინს ხელყუმბარა ფანჯრიდან შეუგდეს – მოსახლეობა უპირატესად ამ ბოლო ვერსიას იზიარებს და მომხდარს კლანურ გარჩევებს მიაწერს.  
 
მეორე ოტობაიაში წუხელვე მივიდნენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მილიციის, რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ წარმომადგენლები და გალის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლები. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. 
 
 
 

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...