მთავარისიახლეებისაზოგადოებაკათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა

კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა

Published on

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა.
 
,,ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მოციქულები, რომელთა დასწრებით ამაღლდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, დაბრუნდნენ იერუსალიმში „სიხარულითა დიდითა“ იმიტომ, რომ უფალმა ბრძანა – „მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა“. დღეს ჩვენ ვადიდებთ უფალს, რომელიც უხილავად ჩვენთან არის“, – განაცხადა უწმინდესმა ამაღლების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ,
 
დღეს პატრიარქმა თავდადებული მსახურებისთვის ამაღლების ტაძრის მღვდელმსახურები დააჯილდოვა, კერძოდ, დეკანოზი გიორგი იუტაშვილი გამშვენებული ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, მღვდელი ალექსი გელაშვილი და მღვდელი ლუკა ბითაძე აყვანილნი არიან დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვდნენ გამშვენებული ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...