მთავარისიახლეებისაზოგადოებაესეც მეთხუთმეტე : ივანიშვილის ბაღში ქობულეთში ამოთხრილი ევკალიპტი გადაიტანეს

ესეც მეთხუთმეტე : ივანიშვილის ბაღში ქობულეთში ამოთხრილი ევკალიპტი გადაიტანეს

Published on

გუშინ, გვიან ღამით, ქობულეთის დასახლება გელაურიდან სადგურის გავლით, ევკალიპტის ასწლოვანი ხე გადაიტანეს.
 
იმისთვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო დიდი გაბარიტების მქონე ტვირთის გადატანა, ქობულეთის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალ გაკეთებული წრიულის დემონტაჟი , კერძოდ  ბორდიურების ამოღება გახდა საჭირო. – ამის შესახებ ,,გურია ნიუსი'' იუწყება. 
 
ხის ტრანსპორტირება უკვე დასრულებულია და იგი ზღვის სანაპიროზეა ჩატანილი, საიდანაც ბარჟით გურიის მიმართულებით გადაიტანენ.
 
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ქობულეთის გამგებლის მოადგილე, მალხაზ რომანაძე აცხადებს, რომ წრიულის ინფრასტრუქტურის აღდგენის ხარჯებს დაფარავს   შპს "ანაგი", რომელიხ ხის გადასატან სამუშაოებს ასრუებს.  
 
დილიდან  წრიულის ერთი ნაწილის აღდგენაზე მიმდინარეობს მუშაობა.
 
აჭარიდან გურიაში დენდროლოგიურ პარკში 15  მრავალწლოვანი ხის გადარგვა მოხდა.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...