მთავარისიახლეებისაზოგადოებაეფექტური და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა - ომბუდსმენი კამპანიას იწყებს

ეფექტური და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა – ომბუდსმენი კამპანიას იწყებს

Published on

ეფექტური და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა – სახალხო დამცველი კამპანიას იწყებს. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ბოლო წლების სტატისტიკა, რომელიც სამუშაო ადგილებზე არასათანადო უსაფრთხოების ზომების გამო გარდაცვლილ და დაშავებულ ადამიანებს ეხებათ, საგანგაშოა.ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ყველა საწარმოში არსებობდეს ინსპექტირების მექანიზმი და უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტები.„2011-დან 2016 წლამდე პერიოდში 270-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 776 კი, დასახიჩრდა სამუშაოს შესრულების დროს. ეს სტატისტიკაა ის ტენდენცია, რომელიც ვლინდება უკვე წლების განმავლობაში და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამს იმისთვის, რომ მდგომარეობა შეიცვალოს. აქ მთავარი გამოწვევა არის ის, რომ მინიმალური სტანდარტები არსებობდეს ყველა საწარმოში არსებობდეს ინსპექტირების მექანიზმი,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.გამოთქმულ შენიშვნებს ეთანხმებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. ვიცე სპიკერის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის წევრებს უკვე ჰქონდათ შეხვედრა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მათივე ინფორმაციით, საკითხზე მიმდინარეობს დეტალური მსჯელობა.„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს შრომის უსაფრთხოების საკითხებზე, არის ბევრი შენიშვნა და სამართლიანი კრიტიკა ეფექტურობასთან დაკავშირებით და რეალური კონტროლის ბერკეტებთან დაკავშირებით ამ სამსახურის. ჩვენ ვაპირებთ მუშაობას შრომის უსაფრთხოების საკითხებზე და ქმედითი შრომის ინსპექციის ჩამოყალიბებაზე,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...