მთავარისიახლეებისაზოგადოებადედაქალაქი დამოუკიდებლობისა და რუსთაველის დღის აღსანიშნავად ემზადება

დედაქალაქი დამოუკიდებლობისა და რუსთაველის დღის აღსანიშნავად ემზადება

Published on

წუხელ თბილისის ცენტრში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა  მზადება საქართველოს თავისუფლების დღის ღონისძიებებისთვის  –  რადგანაც წლევანდელი სადღესასწაულო პროგრამა აგებულია თემაზე ,,მე შოთა რუსთაველის ქვეყნიდან ვარ'',  რუსთაველზე დამონტაჟდა ქართული ანბანის 33 ასო,  ვარდების მოედანზე  მზად არის სცენა გალაკონცერტისთვის, მიმდინარეობს დეტალების მოწესრიგება.
 
26 მაისისადმი მიძღვნილი  სხვადასხვა სამხედრო, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობები ხვალ დილის 11 საათიდან საღამოს 23 საათამდე, ვარდების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედნამდე მოეწყობა,  გალა კონცერტი კი საღამოს 9 საათზე ვარდების მოედაზე გაიმართება
 
ზეიმი ხვალ ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიით დაიწყება, გამოიფინება სამხედრო ტექნიკა,თავისუფლების გამზირზე მისულ სტუმრებს თავდაცვის სამინისტრო უმასპინძლებს. წელს დამოუკიდებლობის დღეს ტრადიციულ ფიცს დადებენ წვევამდელებიც.
 
მოეწყობა კულტურული ღონისძიებები – ვინაიდან დამოუკიდებლობის დღე წელს თემატური იქნება და შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს ეძღვნება, ამ ღონისძიებათა უმრავლესობის თემა   ,,ვეფხისტყაოსანია''.
გარემოს დაცვის სამინისტრო სტუმრებს ვეფხისტყაოსნის გმირების ფიგურებით ჭადრაკის თამაშის საშუალებას მისცემს. სამინისტროს სივრცეში განთავსდება ქაჯეთის ციხის იმიტაცია. პარლამენტის წინ იქნება ვირტუალური რეალობის სათვალეები, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეები დაცული ტერიტორიების დათვალიერებას შეძლებენ.
 
კულტურის სამინისტრო სპეციალურად ამ დღისთვის ყველა მსურველის მონაწილეობით ხელნაწერი ,,ვეფხისტყაოსნის'' შექმნას გეგმავს.

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...