მთავარისიახლეებისაზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ 63 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა, საწარმოო პროცესი კი, 23 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 63 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა, საწარმოო პროცესი კი, 23 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა.

Published on

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 63 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა, საწარმოო პროცესი კი, 23 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა.„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ კვირას სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 226 ინსპექტირება, მათ შორის, თბილისში ინსპექტირებულია 79 ბიზნესოპერატორი. ზედამხედველობა განხორციელდა 8 ბიზნესოპერატორთან.ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის 64 ნიმუში. დოკუმენტურად შემოწმდა 295 ობიექტი (112 ბიზნესოპერატორი თბილისში), მათ შორისაა საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძის, რძის პროდუქტების, თევზის, პურფუნთუშეულისა და სხვ. სურსათის მწარმოებლები და სარეალიზაციო ობიექტები; საბავშვო ბაღისა და სკოლის ბუფეტები. შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა 63 ბიზნესოპერატორი, საწარმოო პროცესი შეუჩერდა 23 ბიზნესოპერატორს“, – აცხადებენ სააგენტოში. მათივე ინფორმაციით, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო შედეგებს საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის.

სიახლეები

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...