მთავარისიახლეებიპოლიტიკადეპუტატი გელა მიქაძე საემიროების სასამართლოს ღირსების შელახვაში ედავება

დეპუტატი გელა მიქაძე საემიროების სასამართლოს ღირსების შელახვაში ედავება

Published on

საქართველოს პარლამენტის წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძე, რომელსაც   არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 15 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა,   განაჩენს პოლიტიკურ დევნად აფასებს და ღირსების  შელახვაზე დავას და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას გეგმავს.
 
"სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გავიგე გუშინ ტელევიზიით. მე ელემენტარული უწყება მაინც უნდა ჩამბარებოდა, რომ ამეყვანა იმ ქვეყანაში ადვოკატი.
აუცილებლად შევიტან სარჩელს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. მე მზად ვარ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სასამართლოში, სადაც არსებობს სამართალი, ეს ინგლისი იქნება, შვეიცარია, საფრანგეთი, ნებისმიერ სასამართლოში,  გავაგრძელო ბრძოლა''- განაცხადა გელა მიქაძემ.
 

საქმე ეხება ფოთის საზღვაო პორტისა და ახლად შექმნილი კომპანიის, შპს Raystar Trade-ს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმების დადებას და შემდეგ მის გაუქმებას (2010-2011 წლები). მისი   თქმით, ის იყო კომპანიის  50%-იანი წილის მფლობელი გიორგი ჯანაშიასთან ერთად, რაც შემდეგ კომპანია რაკიას მიჰყიდა. წილის ღირებულებამ კი 17 მილიონი შეადგინა. პატრიოტთა ალიანსის წევრი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რა გახდა კომპანია რაკიასთვის წლების შემდეგ დავის მიზეზი.  მან არაბული კომპანია რაკიას მფლობელთან, რამდენიმე საქმე უკვე მოიგო. 
 
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რას ალ ხაიმას სისხლის სამართლის სასამართლომ RAKIA-ს ყოფილ ხელმძღვანელს. ხატერ მასაადსა და RAKIA-ს ორ ყოფილ აღმასრულებელ პირს, გელა მიქაძესა და გიორგი ჯანაშიას დაუსწრებლად 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა ფულადი სახსრების მითვისებისთვის. აღნიშნულის შესახებ Gulf Business იუწყება. 
პატიმრობის განაჩენთან ერთად, მასაადმა, ასევე გელა მიქაძემ და გიორგი ჯანაშიამ, რომლებიც RAKIA Georgia-ში მუშაობდნენ, ჯარიმის სახით 17,2 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაიხადონ. სასამართლოს განაჩენის თანახმად, გელა მიქაძემ უნდა აანაზღაუროს 12,8 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო გიორგი ჯანაშიამ – 4,4 მილიონი აშშ დოლარი. ეს ის თანხაა, რომლის მთვისებაში მათ ბრალი ედებოდათ. 
 
ვერდიქტში მოსამართლემ სამეჰ ჰამედ შაქერმა განაცხადა, რომ სამივე მსჯავრდებულმა განზრახ მიაყენა ზიანი Ras Al Khaimah Investment Authority-ის ფულად სახსრებსა და ინტერესებს.

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...