მთავარისიახლეებისაზოგადოებასკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, უცხო ენაში ზღვარი 15%-მა ვერ გადალახა

სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, უცხო ენაში ზღვარი 15%-მა ვერ გადალახა

Published on

სკოლის გამოსაშვები გამოცდები საქართველოს 1500-მდე სკოლაში მიმდინარეობს. გამოცდებზე 47 ათასზე მეტი ბავშვია რეგისტრირებული. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, მათი მხოლოდ 3% ჩაიჭრა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში, 15%-მა კი  უცხო ენების გამოცდის ბარიერი ვერ გადალახა.მე-12 კლასის მოსწავლეებმა გამოცდა უცხოურ ენაში ჩააბარეს. ზღვარი წარმატებით მონაწილეთა დაახლოებით 85% – მა გადალახა. პროცესი საერთო ჯამში მშვიდად მიმდინარეობდა, თუმცა მოსწავლეების  ნაწილი აცხადებს, რომ უცხო ენის გამოცდა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მშობლიური ენისა და ლიტერატურის. გამოკითხულთა უმეტესობამ აღნიშნა, რომ მოზარდებს უფრო რუსული ენის ჩაბარება გაუჭირდათ.„მოსწავლეების 85 %-მა წარმატებით ჩააბარა ეს გამოცდა. შარშანდელ მონაცმებს რომ შევადაროთ, სურათი ფაქტიურად უცვლელია. მონაცემები ენების მიხედვით ჯერ არ გავქვს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეებს ტრადიციულად რუსული ენის გამოცდა უფრო უჭირთ ხოლმე,ზოგს პირიქით, უფრო უადვილდება. უცნაური ვითარებაა რუსულთან დაკავშირებით, ბევრისთვის რუსული მეორე ენაა, კარგად იციან და მათთვის გამოცდა, როგორც წესი, ძალინ იოლია. სამწუხაროდ, არის მოსწავლეების ისეთი ჯგუფიც, რომლებმაც ცუდად იციან უცხო ენები, მიაჩნიათ რუსული მაინც გვესმისო, გადიან რუსულის გამოცდაზე და იღებენ ცუდ შედეგს“,-აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე. 

 

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...